“შარბათი” – ქართული სარესტორნე კომპლექსი გაიხსნა 2014 წლის იანვარში და სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო რესტორანმა თბილისში.
იგი სტუმრებს სთავაზობს უგემრიელეს კერძებს (როგორც ქართულ ტრადიციულ, ისე ევროპულ სამზარეულოს), მრავალფეროვან გასართობ პროგრამასა და რამდენიმე განსხვავებულ სივრცეს:
აღსანიშნავია ქართული სარესტორნე კომპლექს ,,შარბათის’’ სამზარეულო. როგორ მზადდება გამორჩეული გემოს მქონე კერძები ჩვენთან? პასუხი მარტივია: 100%-ით ნატურალური და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი მზარეულების მიერ.
“შარბათი” – ეს არ არის უბრალოდ რესტორანი, ეს მთელი კომპლექსია, ადგილობრივი კოლორიტის პროდუქტებით.
ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, განიტვირთოთ და გაატაროთ არაჩვეულებრივი დრო თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. მობრძანდით ჩვენთან! ერთად დავგეგმოთ კორპორაციული ღონისძიება, იუბილე, საქმიანი შეხვედრა, კონფერენცია, ან უბრალოდ ერთი ლამაზი საღამო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. თქვენ მოგემსახურებათ ყურადღებიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი.
created with love by webstudio.ge