fbpx

150 ადამიანზე გათვლილი სივრცე, რომლის ინტერიერიც გაწყობილია ტრადიციული ქართული მარნის სტილში. აქ ქვის, ხისა და ლითონის კონსტრუქციები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მარანში იხილავთ უძველეს საწნახელს, ქვევრებსა და ღვინის ატრიბუტებს.  სივრცე იდეალურია მეგობრული, ოჯახური თუ სხვა შეკრებებისთვის. აქ შეგიძლიათ დიდ ეკრანზე  ადევნოთ თვალი მსოფლიო სპორტულ ჩემპიონატებს, ჩვენი პროფესიონალი ბარმენები კი გიმასპინძლებენ საუცხოო კოქტეილებით, ლუდით, ღვინითა და სხვა სასმელებით.

მარანში ჩვენი მომღერლები ცოცხალი შესრულებით წარმოგიდგენენ გემოვნებიან მუსიკას (ქართული და უცხოური სიმღერების ქავერებს), ხოლო მოცეკვავეები შეასრულებენ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს.