fbpx

120 ადამიანზე გათვლილი სივრცე, რომლის ინტერიერშიც აღმოაჩენთ მამუკა თავაქალაშვილისეულ (მე-17 საუკუნის ფერმწერი) „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროს. თითოეული წარმოდგენილი მინიატურა მოგვითხრობს ქართული ლიტერატურის ისტორიის თითო ამბავს.  სივრცე იდეალურია პატარა ზომის ქორწილისთვის, კორპორატიული წვეულებისთვის, დაბადების დღისთვის, უბრალოდ მეგობრების შეკრებისა და სხვა ნებისმიერი დღესასწაულის აღსანიშნავად.

მინიატურების დარბაზში ჩვენი მომღერლები წარმოგიდგენენ გემოვნებიან მუსიკას (ქართული და უცხოური სიმღერების ქავერებს), ხოლო მოცეკვავეები შეასრულებენ ქართულ ნაციონალურ ცეკვებს.