fbpx

ჩვენმა რესტორანმა 2020 წლის პირველი ივნისიდან, თვითიზოლაციისა და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, კვლავ გააგრძელა ფუნქციონირება, განახლებული ინტერიერითა და ჯანდაცვის სამინისტროსგან დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით:

  • წინასწარი ჯავშანი – სტუმარი ჩვენს რესტორანში მოსვლამდე უკავშირდება მენეჯერს და აკეთებს წინასწარ ჯავშანს
  • სოციალური დისტანცია – მაგიდებს,  სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს შორის დაცულია წინასწარ განსაზღვრული დისტანცია
  • პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმირება – შემოსასვლელთან განთავსებულია საინფორმაციო დაფა პრევენციული ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, შემოსვლისთანავე და ჯავშნის მიღებისას, სტუმრების ინფორმირება ხდება ჩვენი პერსონალის მიერ
  • თერმოსქრინინგი – სივრცეში შემოსვლისას, ნებისმიერ სტუმარსა და მომსახურე პერსონალს უტარდება თერმოსკრინინგი (სიცხის გაზომვა)
  • დეზობარიერის განთავსება – რესტორნის ყველა შემოსასვლელში განთავსებულია დეზობარიერი, რომლის გამოყენებაც სავალდებულოა სივრცეში შემოსვლამდე
  • ბარიერით დაცული სალარო – სალარო უზრუნველყოფილია ბარიერით

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სამზარეულოსა და მომსახურების სფეროს პერსონალი უზრუნველყოფილია ხელთათმანებით, პირბადეებითა და სხვა აუცილებელი აღჭურვილობით, რაც საფრთხეს ააცილებს როგორც სტუმარს, ისე პერსონალს.